სამომხმარებლო შეთანხმება

წინამდებარე ვებ-გვერდისა და აპლიკაციების (შემდგომში ვილი) გამოყენება რეგულირდება შპს ვილი (ს/კ 405 405 887, მისამართი: ქ. თბილისი, დელისის ქ. #2) მიერ დადგენილი წესებითა და პირობებით.

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომელიც არეგულირებს ვილის გამოყენების პირობებს. ვებ-გვერდზე/აპლიკაციებზე სტუმრობით, ან მასზე გამოქვეყნებული ინფორმაციის გამოყენებით, ადასტურებთ და სრულად ეთანხმებით მითითებულ ყველა დანაწესს, რომელიც შესაძლოა ცალმხრივად შეიცვალოს შპს „ვილის" მიერ გარკვეული პერიოდულობით, რაც დაფიქსირდება მოცემულ ვებ-გვერდზე. ვილიში არსებული ინფორმაცია არ წარმოადგენს დაპირებას მომსახურებაზე/პროდუქტზე ან რაიმე სახის სახელშეკრულებო ურთიერთობით შპს „ვილის“ შებოჭვის საფუძველს. ვილიში გამოქვეყნებული სერვისების გამოყენებისას, თქვენ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ წესებს და პირობებს, გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ.

  1. ტერმინთა განმარტებანი
    1. "ვილი"- შპს ვილის მფლობელობაში არსებული ვებ გვერდი (საიტი) (www.viliapp.com) და აპლიკაციები(ვილი).
    2. "მმართველი კომპანია"- ვილის მმართველი კომპანია - შპს ვილი (ს/კ 405 405 887, მისამართი: ქ. თბილისი, დელისის ქ. #2)
    3. "მომხმარებელი"- ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს ვილის მომსახურებით, ანთავსებს ან მოიძიებს სასურველ ინფორმაციას.
    4. "კურიერი" - ვილის კონტრაქტორი პირი, რომელიც უშუალოდ უწევს მომხმარებელს მიწოდების სერვის.
    5. "შეკვეთა"- ვილიში განთავსებული ინფორმაცია მომსახურების თაობაზე.
  2. შეთანხმების ძირითადი პირობები
    1. ვილი არის კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს თავის პროდუქციას და შემდგომ აკავშირებს კურიერთან მიწოდების სერვისის მისაღებად.
    2. მმართველ კომპანიას ეკუთვნის ვილიში განთავსებული პროდუქცია.
    3. თქვენს მიერ მითითებული ინფორმაცია არ უნდა:
      1. იყოს მცდარი, არაზუსტი და არ უნდა შეჰყავდეს შეცდომაში მომხმარებელი.
      2. ემსახურებოდეს თაღლითობას, ტყუილს ან ნდობით ბოროტად სარგებლობას.
      3. ეხებოდეს მესამე პირის მატერიალურ და არამატერიალურ საკუთრებას, არ უნდა არღვევდეს მესამე პირის პირად უფლებებს.
      4. შეიცავდეს ინფორმაციას, რომელიც შელახავს მესამე პირის ღირსებას ან ბიზნეს რეპუტაციას.
      5. შეიცავდეს რელიგიური, ეთნიკური, თუ სხვა სახის უმცირესობათა დისკრიმინაციას.
      6. შეიცავდეს მუქარას ვინმეს მიმართ.
      7. მოუწოდებდეს კრიმანალური ქმედებისაკენ.
      8. უწევდეს მხარდაჭერას, ან პროვოცირებდეს ტერორისტულ და ექსტრემისტულ ქმედებებს.
      9. შეიცავდეს პორნოგრაფიულ შინაარსს.
      10. შეიცავდეს სარეკლამო ინფორმაციას (გარდა იმ კონკრეტული ქონების, პროდუქციისა თუ მომსახურებისა, რომელიც განთვსებულია ვილიში), აკრძალულია განცხადებაში სხვა ვებ-გვერდის მითითება.
      11. არღვევდეს რაიმე სხვა გზით საქართველოს მომქმედ კანონმდებლობას.
  3. გადახდები
    1. მომხმარებელი მიღებული სერვისის საფასურს იხდის ბარათის გამოყენებით ან კურიერთან ნაღდი ანგარიშსწორებით. ვილი გადახდის სერვისის გთავაზობთ როგორც პროდუქციის მფლობელი და კურიერების კომერციული აგენტი. თქვენი ვალდებულება კურიერთან და ვილისთან შესრულდება მას მერე, რაც განახორციელებთ საბანკო ტრანზაქციას ჩვენს საბანკო ანგარიშზე ან კურიერი დაადასტურებს ნაღდ ანგარიშსწორებას ვილის აპლიკაციაში. თქვენ, როგორც მომსახურების მიმღები, ვალდებული ხართ რომ გადაიხადოთ მიღებული მომსახურების საფასური.
    2. როდესაც თქვენ იხდით თანხას ვილის აპლიკაციის მეშვეობით, ვილი იღებს თანხას და შემდგომ გადაგზავნის კურიერებთან. ვილიმ შეიძლება მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია თქვენი გადახდის მეთოდის დასადასტურებლად.
    3. ნაღდი ანგარიშსწორების დროს, მომხარებელმა უნდა მიუთითოს თუ რა ოდენობის თანხით მოახდენს კურიერთან ანგარიშსწორებას.
    4. ნაღდი ანგარიშსწორების დროს კურიერი ვალდებულია დაგიბრუნოთ ხურდა.
    5. გაწეული სერვისის საფასურის ზრდა კურიერს არ შეუძლია თვითნებურად მას მერე, რაც შეკვეთა დადასტურებულია.
    6. ვილი იღებს პასუხისმგებლობას რომ აპლიკაციის მეშვეობით გადახდა მუშაობდეს და პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში იზრუნოს მის აღმოფხვრაზე.
  4. შეკვეთა და შეკვეთის გაუქმება
    1. შეკვეთა ითვლება დადასტურებულად მას მერე, რაც თქვენი პროდუქცია საწყობში გამზადდება წასაღებად.
    2. შეკვეთის გაუქმება შესაძლებელია, სანამ ვილის წარმომადგენელი დაადასტურებს შეკვეთას, დადასტურების შემდეგ შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში ვალდებული ხართ გადაიხადოთ გაუქმების საფასური.
    3. შეკვეთის დადასტურების შემდეგ, მომხარებლის მიერ ხშირად შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში ვილიმ შეიძლება დროებით დაბლოკოს თქვენი ექაუნთი. მსგავსი შემთხვევის რამდენჯერმე გამეორების შემთხვევაში ვილი უფლებას იტოვებს დაბლოკოს თქვენი ანგარიში გრძელვადიანი პერიოდით (მაგ: 6 თვით) ან გაურკვეველი დროით.
    4. კურიერი მიღებული შეკვეთის ადგილზე მიტანისას დაუკავშირდება მომხმარებელს მის მიერ რეგისტრაციისას მითითებულ ტელეფონის ნომერზე, დაელოდება მომხმარებელს გარკვეული პერიოდით, მომხმარებელი თუ არ გამოჩნდება შეკვეთა ავტომატურად გაუქმდება. ვილიმ შეიძლება შეკვეთა თვითნებურად გააუქმოს, ამ შემთხვევაში მომხმარებელი არ არის ვალდებული გადაიხადოს გაუქმების საფასური. მომხმარებელი ვალდებული იქნება გადაიხადოს საფასური, თუ კურიერის მისვლის შემდეგ აღმოჩნდება ისეთი წინაპირობა, რომელიც ხელს შეუშლის კურიერს პროდუქტის მიწოდებაში(მაგ: არ დახვდა არავინ მითითებულ მისამართზე, ვერ ხერხდება მომხმარებელთან კომუნიკაცია ვერანაირი მითითებული ხერხით: იმეილი, ტელეფონი, აპლიკაცია).
    5. პროდუქციის ჩალაგების და ჩეკის დაბეჭდვის შემდეგ შეკვეთის გაუქმების შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია გადაიხადოს პროდუქციის და მიტანის საფასური სრულად.
    6. შეკვეთის ჩაბარებისას თუ პროდუქცია არის დაზიანებული, ვადაგასული, ან წინასწარ განსაძვრულ ხარისხზე დაბალი, ვილი იღებს პასუხისმგებლობას დაიბრუნოს პროდუქცია უკან, ამისათვის მომხმარებელს აქვს პროდუქციის ჩაბარებიდან რამდენიმე წუთი. კურიერი ვალდებულია პროდუქციის ჩაბარებისას მომხმარებელს დაელოდოს 3-5 წუთი, რათა მომხმარებელმა შეამოწმოს პროდუქცია.
    7. მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს პროდუქციის მიტანისთვის სწორი მისამართი.
    8. მომხმარებელი ვალდებულია დროულად შეამოწმოს მოთხოვნილი პროდუქცია კურიერის მისვლის შემდეგ.
  5. მომხმარებელი, მისი ასაკი, განცხადებები და გარანტიები
    1. ვილი ვებ-გვერდით და აპლიკაციით სარგებლობისათვის, მომხმარებლის ასაკი უნდა შეადგენდეს ან აღემატებოდეს 18 წელს, წინააღმდეგ შემთხვევაში საჭიროა მისი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. წინამდებარე წესებსა და პირობებზე დათანხმებით, ვილი ვებ-გვერდით და აპლიკაციით სარგებლობით და მომსახურების მიღებისას, მომხმარებელი ადასტურებს და გარანტიას იძლევა, რომ:
      1. წარმოადგენს 18 წელს მიღწეულ ქმედუნარიან ფიზიკურ პირს ან გააჩნია კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა;
      2. არ წარმოადგენს თაღლითობის, ძალადობის, მუქარის, ზეწოლისა და მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა მართლსაწინააღმდეგო და აკრძალული მოქმედების ობიექტს ვილი ან სხვა ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან;
      3. სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოხატვის შინაარს, ათვითცნობიერებს წინამდებარე წესებისა და პირობების არსს და მათგან გამომდინარე მათ შორის სამართლებრივ შედეგებს;
      4. მომხმარებელს გააჩნია ან მიღებული აქვს სრული უფლებამოსილება შეუზღუდავად ისარგებლოს ვილი ვებ-გვერდით, აპლიკაციით და მომსახურებით და შეასრულოს წინამდებარე წესებითა და პირობებით განსაზღვრული ვალდებულებები.
      5. ყურადღებით გაეცნო და მისთვის სრულად მისაღებია წინამდებარე წესები და პირობები, ისევე როგორც ვილი პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკა;
      6. მის მიერ წარმოდგენილი ყველ მონაცემი არის ზუსტი და უტყუარი და მისი ქმედება არ არის და არ იქნება მომავალში მიმართული ვილი ან/და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი მესამე პირის მოტყუებისაკენ;
      7. მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ ვილი-სთან განხორციელებული სატელოფონო კავშირის (როგორც შემავალი, ისე გამავალი ზარები) დროს მხარეთა შორის საუბარი ჩაწერილ იქნას ვილი-ს მიერ და გამოყენებულ იქნას როგორც მომსახურების გაუმჯობესების, ისე კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
      8. აღნიშნული განცხადებების და გარანტიების დარღვევის შემთხვევაში, ვილი-ს გააჩნია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის სრული უფლებამოსილება, მომხმარებელი თანახმაა ვილი-ს აუნაზღაუროს და დაიცვას ვილი ნებისმიერი ზარალისგან, საჩივრისგან, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე ნებისმიერი ხარჯისგან, იურიდიული პროცესებისგან და ნებისმიერი სხვა ვალდებულებისგან, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ამგვარი დარღვევის შედეგად.
  6. ვილი ვებ/გვერდზე და აპლიკაციაში რეგისტრაცია
    1. ვილი ვებ-გვერდზე და აპლიკაციაში რეგისტრაცია გახლავთ უფასო. ვილი ვებ-გვერდზე რეგისტრაციისთვის თქვენ გაქვთ ორი ალტერნატივა, მომხმარებელმა ან უნდა მიუთითოს მობილურის ნომერი, რომელზეც მიიღებს აქტივაციის კოდს და შემდგომ შეიყვანს პაროლს და სხვა პერსონალურ მონაცემებს ან განახორციელოს რეგისტრაცია Facebook-ის პროფილით.
    2. გთხოვთ გაუფრთხილდეთ და არ გადასცეთ მესამე პირებს თქვენი პაროლი.
    3. თქვენ პასუხისმგებელნი ხართ VILI ვებ-გვერდზე და აპლიკაციაში განხორციელებულ ანგარიშსწორებასა და ნებისმიერი ინფორმაციის განთავსებაზე თქვენი პროფილის სხვა პირების მიერ გამოყენების შემთხვევაშიც კი. თქვენ, როგორც მომხმარებელი, კისრულობთ ვალდებულებას დაუყოვნებლივ დაგვიკავშირდეთ უსაფრთხოების ნორმების დარღვევის შემთხვევაში.
    4. იმ შემთხვევაში თუკი თქვენს მიერ არასწორი ინფორმაცია იქნა მითითებული, რეგისტრაციის შემდგომ ნებისმიერ დროს, ავტორიზაციის შემდეგ, შეგიძლიათ დააკორექტიროთ ნებისმიერი ინფორმაცია თქვენს პროფილში.
    5. ვილი არ ფლობს ინფორმაციას და არ მიუწვდება ხელი მომხმარებლის მიერ ვეგ-გვერდზე და აპლიკაციაში პროდუქციის შეძენისას გამოყენებული საბანკო ბარათების ისეთი მონაცემების შესახებ, როგორიცაა ბარათის ნომერი, ბარათის მოქმედების ვადა, ბარათის უსაფრთხოების კოდი და სხვა.
    6. მომხარებლის მიერ აპლიკაციაში შემდგომი გადახდებისთვის დამახსოვრებული ბარათი ინახება ბანკის დაცულ სერვერზე.
  7. ავტორიზაცია:
    1. ანგარიშის რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ, ვებ-გვერდის და აპლიკაციის გამოყენების მიზნით მომხმარებელი გადის ავტორიზაციას.
    2. ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის უნივერსალური იდენტიფიკატორების საშუალებით.
  8. ინტელექტუალური საკუთრება
    1. ვილიზე, მის შინაარსზე, სტრუქტურასა და დიზაინზე სრულად ვრცელდება შპს „ვილის" საავტორო უფლება. ექსკლუზიური უფლებები ვრცელდება „ვილის“ მიერ შექმნილ და რეგისტრირებულ ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერ ობიექტზე, მათ შორის მის კუთვნილ სასაქონლო ნიშნებზე. საავტორო (©) და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები ვრცელდება ვილიზე და მასზე არსებულ მთელ შინაარსზე (პროდუქტებისა და მომსახურების ჩათვლით). აკრძალულია ვილიში მითითებული ნებისმიერი ინფორმაციის/შინაარსის, მათ შორის ლოგო, პიქტოგრამა, გრაფიკა, სურათი, გამოსახულება, პატენტი, მომსახურების/სასაქონლო ნიშნები, დიზაინი, შექმნილი ვიზუალური მედია და სხვა ინტელექტუალური საკუთრების (რეგისტრირებული, ან არარეგისტრირებული) უნებართვო გამოყენება, დამუშავება და გამოქვეყნება (მათ შორის სოციალურ მედიაში) „ვილის“ წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
  9. ლიცენზია
    1. თუ თქვენ ეთანხმებით ზოგად წესებსა და პირობებს, ჩვენ გაძლევთ უფლებას გამოიყენოთ უფასო, არა ექსკლუზიური წვდომა ვილის აპლიკაციაზე. თქვენ ამ ლიცენზიის სხვისთვის გადაცემის უფლება არ გაქვთ. თქვენი ექაუნთის გაუქმების შემთხვევაში, თქვენი არა ექსკლუზიური ლიცენზიაც უქმდება.
    2. აპლიკაციის ლიცენზიის ქონის დროს არ გაქვთ უფლება აპლიკაციის დეკომპილაციის, დაშლის (reverse engineering) ან რაიმე სხვა გზით აპლიკაციის კოდზე წვდომის მოპოვებისა. არ გაქვთ უფლება რაიმე გზით დააზიანოთ ვილის აპლიკაციის მუშაობის სქემა ან სცადოთ არაავტორიზებულ მონაცემებზე წვდომა.
    3. ლიცენზიის გაწყვეტის მომენტში ვალდებული ხართ შეწყვიტოთ ვილის აპლიკაციის გამოყენება.
  10. პასუხისმგებლობა
    1. რადგან ვილი არის ინფორმაციის გაცვლის სერვისი კურიერსა და მომხმარებელს შორის, ჩვენ ვერ ვიძლევით მიწოდების სერვისის ხარისხის გარანტიას. მიწოდების სერვისი დამოკიდებულია კურიერებზე, ვილი ვერ გაძლევთ გარანტიას რომ ყოველთვის მიიღებთ სერვიის სურვილის შემთხვევაში.
    2. მომხარებლის მოთხოვნა თანხის დაბრუნების შესახებ განხილული იქნება ვილის გუნდის მიერ.
    3. ვილი არ იძლევა გარანტიას რომ სერვისს გაუწევს მომხმარებელს უწყვეტად ან შეცდომის გარეშე. ნებისმიერი შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში ვილის გუნდი იზრუნებს მის გამოსწორებაზე შეძლებისდგავარად სწრაფად. გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ სერვისის გაწევა შეიძლება შიგადაშიგ შეიზღუდოს ტექნიკური გაუმართაობის პრობლემების გამო.
    4. ვილი, მისი წარმომადგენლები, დირექტორები და თანამშრომლები არ არიან პასუხისმგებლები თქვენს წინაშე თუ თქვენ დაზარალდებით ვილის სერვისის უწყვეტობაზე დაყრდნობით.
    5. ფინანსური პასუხისმგებლობა ვილის მხრიდან კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში შეზღუდულია 1000 ლარით. მომხმარებელს უფლება ექნება ზარალის ანაზღაურების საფასური მოითხოვოს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ვილი დაარღვევს კონტრაქტს. ვილი არ არის პასუხისმგებელი კურიერის ქმედებებზე და მათგან მოყენებულ ზარალზე.
    6. ვილიმ შეიძლება შეგიწყვიტოთ გამოყენების უფლება კონტრაქტის დარღვევის შემთხვევაში ან თუ ჩავთვლით რომ საფრთხეს წარმოადგენთ კომპანიისთვის.
  11. გამოყენების პრაქტიკა
    1. რადგან ვილი არ არის უშუალოდ მიწოდების სერვისის გამწევი, არც საბროკერო კომპანია, ნებისმიერი დეფექტი ან პრობლემა მიწოდების სერვისის მიღების დროს განიხილება კურიერებთან მიმართებაში.
    2. ჩვენ გაძლევთ საშუალებას მოგვაწოდოთ ინფორმაცია გაწეული სერვისის და მიღებული პროდუქციის შესახებ, ამის დახმარებით ჩვენ ვინარჩუნებთ და ვაუმჯობესებთ გაწეული სერვისის და პროდუქციის ხარისხს.
    3. თქვენ ვალდებული ხართ გამოიყენოთ ვილის აპლიკაცია პატიოსნად და შესაბამისად მოეპყროთ კურიერს სერვისის მიღების დროს. ვილი შეგიწყვეტთ გამოყენების უფლებას კურიერის უპატივცემულობის, თანხის გადაუხდელობის, თაღლითობის და სხვა ზარალის მიყენების შემთხვევებში. ასეთ შემთხვევებში წინასწარი გაფრთხილების გარეშე შეგიწყდებათ გამოყენების უფლება.
    4. ვილის გუნდი მაქსიმალურად შეეცდება სერვისის გამწევი კურიერები გაწვდიდნენ საუკეთესო ხარისხს, თუმცა გარანტიას ვერ გაძლევთ რომ ყოველთვის დააკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნილ კრიტერიუმებს. პრობლემის შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ ჩვენს გუნდს ან კურიერს.
  12. შესწორებები ზოგად წესებსა და პირობებში
    1. მნიშვნელოვანი ცვლილების შეტანის დროს მომხმარებელი მიიღებს შეტყობინებას აპლიკაციაში ან იმეილზე. აპლიკაციის გამოყენების გაგრძელებისას მომხმარებელი ავტომატურად ეთანხმება ცვლილებებს.
  13. კონტაქტი
    1. ნებისმიერი საეჭვო გარემოების არსებობის, ჩვენი კომპანიის სახელით თქვენი პირადი მონაცემების მოთხოვნის, ჩვენი კომპანიის ყალბი ვებ-გვერდის აღმოჩენის ან წინამდებარე წესებისა და პირობების შესახებ კითხვებისა და კომენტარების არსებობის, რეგისტრაციისას ან/და რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების განხორციელების დროს ნებისმიერი შეფერხების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:
      support@viliapp.com